logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

06 ივლ 202219:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/06/q1ufdmf63cmqbbr.jpg

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის, რობერტ სპანოს შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების სფეროში.

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზად არის, როგორც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი, ითანამშრომლოს საქართველოსთან ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიმართულებით."- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რობერტ სპანომ აღნიშნა, რომ მიუხედავად დღეს არსებული გამოწვევებისა, 10 წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოსთან ქართული სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენების თავიანთ გადაწყვეტილებებში პროაქტიულად გამოყენების საკითხში თანამშრომლობისათვის სრულ მზაობას გამოთქვამს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი საფრთხეს უქმნის ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებათა დაცულობას.

რობერტ სპანომ აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი უკრაინაზე გაცილებით ადრე გახდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის შემთხვევაში დაინტერესებულია, რომ რუსეთმა საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე სრულად იტვირთოს და იგრძნოს ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მასობრივი და უმძიმესი დარღვევების გამო, რაც რუსეთის მხრიდან სუვერენულ სახელმწიფოებზე განხორციელებულ თავდასხმას, სამხედრო აგრესიასა და ოკუპაციას მოჰყვა შედეგად.


close დახურვა