logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა

02 მაი 202222:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/02/17s7s1py1r550mh.jpeg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველო - გერმანიის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები, გერმანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და რეგიონში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

"პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის სრული მხარდაჭერის საკითხი. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მიდგომები შეცვალა კანდიდატი ქვეყნებისადმი და ის უფრო პოლიტიკური გახდა. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში და სოლიდარობას უცხადებს მას".

"თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს ძველი მეგობარი - ეს გერმანიაა!" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს მის მიერ არჩეულ გზას.

"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ახალ გარემოში კავკასია სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს და იმედი გვაქვს, რომ გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ახალ ენერგეტიკულ მარშრუტებს ეძებენ, კავკასიის შესაძლებლობებით დაინტერესდებიან. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მიიწვია"- ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა