საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
როგორც ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, მან ზელენსკის საქართველოს სახელით სრული სოლიდარობა გამოუცხადა.
"უკრაინისთვის და ევროპისთვის ამ ტრაგიკულ დღეებში, პრეზიდენტ ზელენსკი არის სამაგალითო ლიდერი. საქართველო უკრაინის გვერდითაა", - წერს ზურაბიშვილი.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.