logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

21 ოქტ 201911:39
3 წუთის საკითხავი
 
6xvlww4fiqcrotz.png

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა. იასუჰირო იამაშიტასმა ზურაბიშვილს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების პროცესი გააცნო. საუბარი ასევე შეეხო სპორტის სფეროში საქართველო-იაპონიას შორის ურთიერთობის საკითხებს.

„საქართველოს პრეზიდენტისგან ვიგრძენი ის დამოკიდებლება, რომ მას ძალიან უნდა ქართველმა სპორტსმენებმა მაქსიმუმი გამოავლინონ ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის სტუმრობას იაპონიაში, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ და კიდევ უფრო ვეცდებით, რომ ქართველ და იაპონელ სპორტსმენებს შორის გაღრმავდეს ურთიერთობები სპორტის მეშეობით ქართველი და იაპონელი ერი კიდევ უფრო დაახლოვდებიან რაც არის ჩვენი პირველადი მიზანი,“-განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.


close დახურვა