logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

04 აპრ 202414:10
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება.

ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ახლა სრულიად ოპოზიციის გაერთიანება მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ ორბელიანების სასახლეში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თავმჯდომარე, ეკა გიგაური მივიდა.

"მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას, რომ არსებობდეს ერთობა ჩვენი ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, ეროვნული ინტერესების დასაცავად. ფაქტია, რომ ივანიშვილის პარტია ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს"- ამბობს ენმ-ის ერთ-ერთი წევრი თინა ბოკუჩავა. 

"ეს არჩევნები უნდა იყოს რეფერენდუმი, ქართული ოცნება დგას რუსეთის სამსახურში და დანარჩენმა ოპოზიციამ ცოტა უფრო საკუთარ თავს უნდა შემოვუძახოთ"- თქვა მოქალაქეების წევრმა ალეკო ელისაშვილმა.

გუშინ, რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებაზე ოცნების განცახდების შემდეგ ბრიფინგი გამართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სადაც ამის გააკრიტიკა მმართველი პარტია და თქვა, რომ ოცნებამ ევროპას მკაფიოდ უთხრა - არა.

ზურაბიშვილმა მოსახლეობას არჩევნებზე მობილიზაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ქმედებებზე ერთადერთი პასუხი "არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა".

***

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა დღეს გააჟღერა. 

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.


close დახურვა