logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეში დიპლომატებს შეხვდა

17 აპრ 202414:56
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეში ელჩებს შეხვდა. განხილვის თემა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ე.წ. რუსულ კანონი იყო.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ გზაზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და საზოგადოების დაყოფა, რასაც საქართველოში არ უნდა მიაღწიოს.

"თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა", - მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებამ, რაც თავისთავად მხარდაჭერის გამოხატულებაა. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ასევე, რომ არჩევნებზე ხალხმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და გააკეთოს არჩევანი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შარლ მიშელის განცხადება მკაფიო იყო, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირთან არ დაახლოებს

"საპირისპიროდ. ეს იქნება გართულება, რადგან აშკარად, ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს", - განაცხადა ელჩმა. 


close დახურვა