სალომე ზურაბიშვილმა დემონსტრაციულად მოწერა ხელი არჩევნების 26-ს ოქტომბერს დანიშვნას და ამას ვრცელი სიტყვაც მოაყოლა ამ არჩევნების მნიშვნელობაზე. გადარჩენის დღე უწოდა წლევანდელ არჩევნებს, რომელიც მისი თქმით, დიდი ხნით განსაზღვრავს ქვეყნის ბედს, ამიტომ მოუწოდა მოქალაქეებს, კარგად გაიაზრონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მასში. და კიდევ ერთხელ დაამატა რომ ეს რეფერენდუმის ტოლფასი იქნება ქვეყნის ევროპული ან რუსული დიქტატურის სასარგებლოდ. ამის საპირისპიროდ კი ტყუილი უწოდა ხელისუფლების პროპაგანდას თითქოს მოქალაქეებს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის აქვთ.
სალომე ზურაბიშვილის მიმართვა - პრეზიდენტმა არჩევნები დანიშნა
27 აგვ 202419:57
3 წუთის საკითხავი