logo
ENG



სალომე ზურაბიშვილმა 12 ადამიანი შეიწყალა

26 მაი 202116:21
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა. 

მან 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა.

აქედან, სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო, შვიდ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, ორ პირობით მსჯავრდებულს.

სულ ჯამში, 2021 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა შეიწყალა 12 პირი (10 თავისუფლებაღკვეთილი და ორი პირობით მსჯავრის მქონე).


close დახურვა