საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ხალხს "ტვიტერის" საშუალებით მიმართა და პრინც ჩარლზს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერზე" კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, სადაც კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომას იტალიელ, ესპანელ და ფრანგ ხალხს უცხადებს.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა.