საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველ ფონდში 30 ათასი ლარი პირადი ფონდიდან გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო კარანტინშია მარნეული და ბოლნისი.