logo
ENG



სალომე ზურაბიშვილმა მიხა ხელაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

09 აპრ 202217:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/09/4y1864n4mjatuza.png

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხა ხელაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. 

"საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სამშობლოში თავგანწირვისთვის დაჯილდოვდეს ეროვნული გმირის ორდენით და მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ საქართველოს სახალხო პოეტს, მიხეილ (მიხა) ხელაშვილს". 

მიხა ხელაშვილი ფშაველი პოეტია, რომელიც 25 წლის ასაკში დაიღუპა. ერთი ვერსიით, ის საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობრებმა: ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა მოკლეს, სხვა ვერსიით კი დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს დაიღუპა. 

მიხა ხელაშვილი მონაწილეობდა 1922-1924 წლებში საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.


close დახურვა