logo
ENG



სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებს A, B და C ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწევთ -NAEC

02 თებ 202018:19
3 წუთის საკითხავი
 
f103yu3zq7635ay.jpg

 

2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებს A, B და C ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ცენტრი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მაგისტრატურის მსურველები ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც 4 ნაწილისგან იქნება შედგენილი: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. ცენტრის ცნობით, გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტში იყო.

რაც შეეხება ანალიტიკური წერის ნაწილს, ამ ნაწილში კვლავ ორი დავალება დარჩება, თუმცა აღარ იქნება სამართლის მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის განკუთვნილი სპეციფიკური დავალება.

რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი გახდება საშუალო სირთულის.

„2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებს A, B და C ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწევთ, რაც სრულად მოხსნის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ისინი ერთ ტესტს ჩააბარებენ“, - წერია განცხადებაში.

 


close დახურვა