logo
ENG



სამადაშვილი: აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში ახალი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს

05 დეკ 201922:08
3 წუთის საკითხავი
 
91p2g93y5z1ut74.jpg

"მნიშვნელოვანია აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ჩვენს ქვეყანასთან მოხდეს ახალი პოლიტიკის შემუშავება, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში",-ასე აფასებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი. როგორც მან სოფო ზურაბიანის "პოლიტიკის ფორმულაში" აღნიშნა, დღეს ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია. შესაბამისად საჭიროა სხვა, განსხვავებული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისგან. 

"რადგან ის გზები, რითაც აქამდე ჩვენ მოვდიოდით ამ პოლიტიკურ სიტუაციაში აღარაა აქტუალური, სწორედ ამიტომ ​მნიშვნელოვანია იმ ხალხისთვის ვინც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას განსაზღვრავს ვაშინგტონში, მოისმინოს არა რომელიმე კონკრეტული პარტიის ხედვა, არამედ მთლიანად გაერთიანებული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ხედვა, რათა რა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოხდეს დემოკრატიული სისტემის გადარჩენა",-აღნიშნა სამადაშვილმა.

  


close დახურვა