logo
ENG



სამადაშვილი: დანიელსონმა მითხრა, ორივე მხარეს მოუწევს, რომ სისხლი დაასხას ამ დოკუმენტს

25 აპრ 202122:50
3 წუთის საკითხავი
 
სამადაშვილი: დანიელსონმა მითხრა, ორივე მხარეს მოუწევს, რომ სისხლი დაასხას ამ დოკუმენტს

ძალიან რთული პროცესი იყო ეს პოლიტიკური შეთანხმება. დანიელსონი როცა ჩამოვიდა, ერთ-ერთ პირველ რაუნდზე, ცალკე შეხვედრაზე მითხრა, რომ უნდა გახსოვდეს, რომ ამ შეთანხმებაზე სისხლი დაინთხევა ორივე მხარიდან. ანუ ორივე მხარეს მოუწევს, რომ სისხლი დაასხას ამ დოკუმენტს საბოლოოდ, რომელიც დაიდება. ასეა, შეთანხმება არის საბოლოო ჯამში კომპრომისი.

მე იმთავითვე ვთქვი, პირველივე დღეს, რომ ეს ამნისტიის შემოთავაზება არ იქნება მარტივი საკითხი და ყველას გვესმის, რომ ქართული ოცნება შეეცდება, ამ ამნისტიის ფარგლებშიც რაღაც მიიღოს. ის საკუთარ ამომრჩევლებს ესაუბრება, ჩვენ ვესაუბრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს და ეს ხელშეკრულება რაღაცნაირად ორივე მხარეს უნდა მიჰყიდოს. თუმცა ერთი რამ არის გაუგებარი ჩემთვის, პოლიტიკურად ქართულ ოცნებას რაში სჭირდება, რომ პოლიციელების საკითხის პედალირება გააკეთოს, მაგრამ ფორმულირება საბოლოდ არის შემდგომი - ვის წინააღმდეგაც არის აღძრული საქმე, ამნისტია მხოლოდ მათ შეეხებათ.


close დახურვა