logo
ENG



სამადაშვილი: დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია მიშელს, სავარაუდოდ, ორშაბათს შეხვდება

16 ივლ 202123:31
3 წუთის საკითხავი
 
სამადაშვილი: დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია მიშელს, სავარაუდოდ, ორშაბათს შეხვდება
ვახო ქარელი/ფორმულა

დამოუკიდებელი დეპუტატი და ენმ-ს ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელი, მისი საქართველოში ვიზიტის დროს, დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებს შეხვდება. რუსთავი 2-ზე გადაცემა ღამის კურიერში საუბრისას მანვე დააზუსტა, რომ ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება.

"მიშელის დოკუმენტის ხელმომწერ ოპოზიციასთან შეხვედრა შედგება მისი ვიზიტის დროს. ის მოკლე ვიზიტით არის, ამიტომ, სავარაუდოდ, ეს იქნება მომავალ ორშაბათს.

ამ ეტაპზე, ჩვენ პრინციპული შეთანხმება მიღწეული გვაქვს იმაზე, რომ ეს შეხვედრა ფიზიკურად გაიმართება. აღნიშნულ კონფერენციაზე, რომელზეც ის ჩამოდის, ჩვენ დისტანციურ რეჟიმში ვერთვებით კოვიდის გამო, ამიტომ, ლოჯისტიკურად იყო ბევრი საკითხი მოსაგვარებელი", - თქვა სამადაშვილმა.

19 ივლისს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ჩამოვლენ

ისინი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. 

შარლ მიშელი ინდივიდუალურად შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

 


close დახურვა