logo
ENG



სამადაშვილი: ივანიშვილის გამდიდრება უკავშირდება იმას, რომ კარგად ასრულებს რუსეთის დავალებას

05 მარ 202418:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/05/wm84g450b3x4v67.jpg

ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციას ეხმაურება.

მისი თქმით, ივანიშვილის გამდიდრება უკავშირდება იმას, რომ ის "ძალიან კარგად ასრულებს რუსეთის დავალებას".

"მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილის კიდევ უფრო გამდიდრება უკავშირდება სწორედ იმას, რომ ის ძალიან კარგად ასრულებს რუსეთის დავალებას და რუსეთი წარმატებით იყენებს საქართველოს, მათ შორის ეკონომიკური მიზნებისთვის და ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი სწორედ ამით ხეირობს პირველ რიგში.

მან გააღატაკა ქართველი ხალხი და გაამდიდრა მხოლოდ საკუთარი პერსონალური ოჯახური ბიუჯეტი, მაშინ, როდესაც გვახსოვს დაპირებები, ის ცრუ, სამარცხვინო დაპირებები, რომელსაც ივანიშვილი გასცემდა ქართველ ხალხზე, რომლებსაც უფასოდ ცხოვრების უზრუნველყოფას ჰპირდებოდა", - ამბობს სამადაშვილი.

Bloomberg-ის ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა და ის $6.92 მილიარდს შეადგენს. ივანიშვილი სიაში 374-ე ადგილზეა. წლის დასაწყისიდან დღემდე მისი ქონება 325 მილიონი დოლარით გაიზარდა.


close დახურვა