logo
ENG



სამადაშვილი: ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, Gen Z-ის რამეს გააგებინებდით

30 აპრ 202413:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/30/vnpijyvlvuwqvqf.jpg

გუშინ ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორის, ვიღაც ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ Gen Z-ის თავისუფალ თაობას ნორჩი ლენინელების ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით. არა, თქვენ ამ ხალხის არ გესმით, იმიტომ, რომ თქვენ არ იცით, რა არის თავისუფლება, იმიტომ, რომ უკლებლივ ყველა, ვინც აქ სხედხართ, ხართ ბიძინა ივანიშვილის მონობაში გაყიდული. 

რაც შეეხება გუშინ კომიკურ გამოსვლებს, ყველაზე კომიკური იყო, ალბათ, კახა კალაძის გამოსვლა, რომელმაც მიმართა ხალხს და უთხრა, რომ თბილისი აქ დგასო. თბილისი გუშინ არ იდგა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. არც თბილისი დადგება, არც ქუთაისი დადგება, არც ბათუმი დადგება, არც თელავი, არც ახალციხე, არავინ დადგება მოღალატე ხელისუფლების უკან.


close დახურვა