logo
ENG



სამადაშვილი: ოცნება კომისიის წევრებს სთხოვს, რომ ხელი მოაწერონ სრულად გაყალბებულ ოქმებს

01 ნოე 202013:12
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების კომისიის წევრებს მმართველი გუნდი სთხოვს, ხელი მოაწერონ სრულად გაყალბებულ ოქმებს.

როგორც სამადაშვილი ამბობს, ენმ-მ კომისიის წევრებს მითითება მისცა, მსგავს ოქმს ხელი არ მოაწერონ.

"მინდა საჯაროდ მივმართო ჩვენი კომისიის წევრებს, მთელ საქართველოში, მიმდინარეობს ქართული ოცნების მიერ მცდელობა, გაფორმდეს სრულად გაყალბებული არჩევნები.

ამ მიზნით, კომისიის წევრებს, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან, სთხოვენ, რომ ხელი მოაწერონ სრულად გაყალბებულ ოქმებს. საზოგადოებამ ნახა ამ ოქმების ასლები, ეს არის დაცინვა საზოგადოების და არჩევნების პროცესის. ჩვენ მივეცით მითითება ყველა ჩვენს კომისიის წევრს, რომ არცერთ მსგავს ოქმს ხელი არ მოაწერონ არავითარი ზეწოლის, არავითარი მუქარის შემთხვევები",-ამბობს სამადაშვილი.

ასევე, როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ხვალიდან ნაციონალური მოძრაობა მის კომისიის წევრებს, შესაბამისი კომისიებიდან გამოიწვევს. მისი თქმით, "ეს არის სწორი გადაწყვეტილება ყველა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც".

აღსანიშნავია, ქართულმა ოცნებამ არაერთ ოლქში, იმაზე მეტი ხმა მიიღო ვიდრე ამომრჩეველი მივიდა. 

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება. 


close დახურვა