logo
ENG



სამადაშვილი: პრეზიდენტის კარგი სიტყვის შემდეგ, სიძულვილის ნიაღვარი მოვისმინეთ კობახიძისგან

16 დეკ 202123:40
3 წუთის საკითხავი
 
სამადაშვილი: პრეზიდენტის კარგი სიტყვის შემდეგ, სიძულვილის ნიაღვარი მოვისმინეთ კობახიძისგან
ვახო ქარელი/ფორმულა

ჩემი დღე სასამართლოში დაიწყო, სადაც ირკვევა, ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი პოლიტიკური პატიმრები. გაგრძელდა პარლამენტში, სადაც ოპოზიციისგან დაცარიელებული დარბაზი უსმენდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეკონომიკის მინისტრს.

ეს იმ ქვეყანაში, რომელშიც ადამიანების 90 პროცენტს მიაჩნია, რომ ფასების ზრდა და უმუშევრობაა მთავარი პრობლემა. დღე დასრულდა პრეზიდენტის სასახლეში, სადაც პრეზიდენტის ძალიან კარგი სიტყვის შემდეგ, ისევ სიძულვილის ნიაღვარი მოვისმინეთ კობახიძისგან.

სამწუხაროა, რომ ამ სიტყვის მოსასმენად არც პოლარიზაციის მეორე მხარეს მდგომი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლობა მოსულა. კარგია, რომ საპატიმროდან ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიესალმა იქ წარმოთქმულ სიტყვას. არ ვიცი, რა გამოვა შესაძლო საზოგადოებრივი და პოლიტიკური დიალოგიდან. ვიცი, რომ მასში მონაწილეობას მივიღებ. ამ აბსურდის თეატრიდან, რომლის საილუსტრაციოდ ჩემი დღევანდელი დღის აღწერაც საკმარისია, სხვა გამოსავალს, ვერ ვხედავ.


close დახურვა