logo
ENG



სამადაშვილი: რატომ უნდა საუბრობდეს პრემიერი 2020 წელს 2012 წელზე

29 მაი 202021:21
3 წუთის საკითხავი
 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა საუბარი წარსულზე დაიწყო, ვინაიდან მას პასუხები მომავალზე არ გააჩნია. აღნიშნულზე განცხადება სალომე სამადაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ გააკეთა.

სამადაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა რომ მმართველი გუნდი პასუხებს თავს არიდებს საზოგადოება ამით ვერ მოტყუვდება, ვინაიდან მათ იციან ის რაც არს რეალობა.

„ჩვენ ვნახეთ რომ საუბარი წარსულზე გადაიტანა „ქართულმა ოცნებამ“. რატომ უნდა საუბრობდეს 2020 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 წელზე თუ მას აქვს პასუხი მომავალზე. მაგრამ როდესაც მომავალზე პასუხი არ გაქვს, როდესაც გვეუბნები, რომ თურმე პოსტკრიზისული გეგმის განხილვა ჯერ ადრეა და ამაზე საუბარი არასერიოზულია, როდესაც ვერ უხსნი რას სთავაზობ მათ მომავალი რამდენიმე თვის მანძილზე, რა თქმა უნდა საუბარი წარსულზე, თავდასხმა ოპონენტებზე არის მომგებიანი ტაქტიკა. მაგრამ მე არ მგონია რომ ამით ხალხი ტყუვდებოდეს, რადგან ჩვენ ვიცით რა არის რეალობა ჩვენ გარშემო. გახარია, რომელმაც ორ დღეში გადათქვა თარიღი, როდესაც კონკრეტული მოქალაქეები დაიწყებენ მიღებას შესაბამისი დახმარების, ამას ხო ხალხი ხედავს. კონკრეტული ბიზნესის მფლობელი რომელმაც მომწერა და მკითხა რატომ არ მეხება მე მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა, ის ხომ ხედავს რომ მთავრობას მისთვის შესათავაზებელი არაფერი არ აქვს. პენსიონერი, რომელსაც უძვირდება ყოველდღიურად ცხოვრება და უფასურდება ის მიზერული პენსიაც კი რომელსაც იღებს, ის ხომ ხედავს“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 


close დახურვა