საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრი მივიდა. მიმდინარე კვირაში გიორგი გახარია პარლამენტს მეორედ ესტუმრა, ამჯერად ინტერპელაციის წესით. პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში ორმა ფრაქციამ, „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ორივე ფრაქცია ჯამში 10 შეკითხვას დასვამს. პრემიერი პარლამენტში მინისტრის კაბინეტის სრულ შემადგენლობასთან ერტად გამოცხადდა.
თავდაპირველად კითხვის ავტორს მიეცემა 5 წუთი, ხოლო პრემიერს პასუხისთვის 10 წუთის. კითხვის პასუხს შეკითხვის დასაზუსტებლად წუთნახევარი ექნება.
როგორც „ნაციოანლური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, შეკიტხვები ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს შეეხება.
„ჩვენი შეკითხვები შეეხება იმას, რომ საქართველოს რეგიონში აქვს ერთ-ერთი საგანგაშო მონაცემები რაც შეეხება სირარიბის ზღვარს. კონკრეტულად რა გეგმა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამ მოვლენებზე. რაც ვიხილეთ პრემიერის ვიზიტი პარლამენტში ეს იყო სრულიად უადგილო ოხუნჯობა, რაღაცა სიტყვამოსწრებული პასუხები, რომელიც თავს არიდებდა შეკითხვებს. დღემდე ათასობით თანამოქალაქეები გვწერენ, რომელსაც პმიერის გმაოსვლის შემდეგ კონკრეტული შეკითხვა რჩებათ“, - განაცხადა სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ აბესაძე კი პრემიერის მიერ ბიუროკრატიულ ხარჯებზე არასწორ ინფორმაციის გაჟღერებაზე აკეთებს აქცენტს.
„რატომ არ იღებენ თამამ ნაბიიჯებს იმისთვის, რომ ერთბააშად მივცეთ შვება ბიზნესს. დღეს სხდომაზე მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა თუ საიდან მოიტანა, რომ მეორე ადგილზე ვართ ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით და კვლავ დახამრებების მოცულობა, სოციალური პაკეტი, რომელიც აბსოლუტურად არასაკამრისად მიგვაჩნია“, - აცხადებს აბესაძე.