logo
ENG



სამადაშვილი ყაველაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხის განხილვას ითხოვს

01 მარ 202213:30
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს დეპუტატი სალომე სამადაშვილი უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხის განხილვას ითხოვს. ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შეიგინა.

"ამ სხდომას ვერ გავაგრძელებთ, სანამ დღის წესრიგში არ დადგება ყაველაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი. ეს არის ჩვენი მოთხოვნა", - თქვა სამადაშვილმა.

ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას მიმართა - "ჩვენსა და თქვენ შორის, ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე".


close დახურვა