logo
ENG



სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

29 ნოე 201911:48
3 წუთის საკითხავი
 
21j7tjnkaj0tpu5.jpg

საჯარო ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკვეს. მათი უმეტესობა "ევროპული საქართველოს" წევრები არიან. დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 6 მონაწილე. მათ შორისაა, გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, დათო ნაფეტვარიძე, ვასილ გასანოვი, ლაშა ჩხარტიშილი და "ევროპული საქართელოს" ახალგაზრუდლი ფრთის ერთ-ერთი წევრი. გარდა ამისა, იყო "ევროპული საქართველოს" სხვა ლიდერების, მათ შორის ირაკლი აბესაძისა და სერგო რატიანის დაკავების მცდელობაც.

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიცია დემონსტრანტებს უკანონოდ აკავებს. 

 


close დახურვა