logo
ENG



სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

04 ოქტ 202010:14
3 წუთის საკითხავი
 
6s9rl1hk40dhd5c.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დ.ლ დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის 5 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, დ.ლ-მ სანადირო თოფით განზრახ მოკლა თანასოფლები ი.ხ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა უთანხმოება და ურთიერთშელაპარაკება.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა