logo
ENG



სამართალწარმოება დაიწყო ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, რომ ქალს ედევნებიან, ავიწროვებენ, აშინებენ

04 სექ 202219:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/04/sdhr7l9ggh38h9f.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, რომ ქალს ედევნებიან, ავიწროვებენ და აშინებენ. ვიდეო ბათუმშია გადაღებული.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები უცხო ენაზე მოსაუბრე ქალს ჯერ ფიზიკურად ეხებიან, შემდეგ ედევნებიან და აშინებენ, პარალელურად კი ვიდეოს იღებენ.

არსებული ინფორმაციით, ვიდეოში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან.


close დახურვა