logo
ENG



სამარცხვინოები ხართ, არა სასამართლოს ოკუპაციას - ხმაური კომიტეტის სხდომაზე

12 დეკ 201910:28
3 წუთის საკითხავი
 
koiuizs7ordelr2.jpg

ხმაურია საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეების კენჭისყრა უნდა მოხდეს. ხმაური სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა მივიდა. ბოკუჩავამ ადგილზე მყოფ უმრავლესობის წევრებს სიტყვით მიმართა და მათ სამარცხვინოები უწოდა. ბოკუჩავამ მმართველ გუნდს მოუწოდა, რომ მოსამართლეების 20-კაციანი სია ჩააგდონ და სხდომა უნდა ჩაიშალოს.

"უნდა ჩაიშალოს და გადაიდოს ეს სხდომაზე. არ შეჩერდება არც ბოიკოტი და არც შენობის პიკეტირება. თოჯინათ გამოიყურებით მანდ. ყველანაირი ლეგიტიმაცია დაკარგა პარლამენტმა. არ წააართვათ ქვეყანას სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს ჩვენი შვილების მომავალია. ვირაც გვრიტიშვილებმა არ უნდა გადაუწყვიტონ ჩვენს შვილებს მომავალი. სამარცხვინოები ხართ. ამიტომ არ შემოვდივართ პარლამენტში. აზრიც არ აქვს. ხმა არ ამოგიღიათ 4 წელი და მერე ადამიანებს წაართვით პროპორციული", - მიმართა უმრავლესობის წევრებს ბოკუჩავამ. 

ამის გამო, სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას მიკროფონი გაუთიშა და მანდატურებს მოუწოდა, რომ თინა ბოკუჩავა დარბაზიდან გაიყვანონ, თუმცა მოგვიანებით სხდომაზე დასწრების უფლება მისცა. 

გარდა ამისა, ადგილზე პროტესტი დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამაც გამოთქმა. მან სხდომაზე ბანერი მიიტანა - "არა სასამართლოს ოკუპაციას". 

 

 


close დახურვა