logo
ENG



სამგორში საბაგიროს პროექტის განხორციელება მომავალი წლის დასაწყისიდან იგეგმება

17 ივლ 202011:44
3 წუთის საკითხავი
 
itp904gmmqe2y53.png

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, სამგორის რაიონში საბაგიროს პროექტის განხორციელება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კიდევ ერთი საბაგიროს პროექტი ნაძალადევის რაიონში განხორციელდება. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი შემდეგი წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. 

„გამოკვეთილი გვაქვს ორი კონკრეტული ხაზი, სადაც შეიძლება საბაგიროს პროექტის განხორციელება. ერთი არის სამგორის რაიონში და მეორე - ნაძალადევის რაიონში. პირველი პროექტის განხორციელებას მომავალი წლის დასაწყისში დავიწყებთ, უკვე შემდეგი წლის ბოლოსთვის დავიწყებთ მეორე პროექტს. ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელია, ინტეგრირება მოხდეს როგორც ავტობუსის მეტროსთან, მეტროს - საბაგიროსთან და პირიქით. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ადამიანების სწრაფ და ეფექტურ გადაადგილებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.


close დახურვა