სამგორში ერთმანეთს შეეჯახა სამგზავრო ავტობუსი და ავტომობილი, რომელსაც სამხედრო ვერტმფრენი გადაჰქონდა.
ინციდენტის ამსახველი ფოტომასალა Facebook-ზე ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსი უმნიშვნელოდ დაზიანდა. იქ მსხდომი მოქალაქეები არ დაშავებულან.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რასაც მსუბუქი დაზიანება მოჰყვა.