logo
ENG



სამდღიანი ძებნის შემდეგ ზუგდიდში მოზარდის ცხედარი იპოვნეს

15 ივლ 202010:21
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე წუთის წინ, სამდღიანი ძებნის შემდეგ ზუგდიდში, მდინარე ჯუმთან 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა გარდაცვლილს მხოლოდ მას შემდეგ მიაგნეს, რაც წვიმების შემდეგ წყლის დონემ დაიწია.

მოზარდი საკუთარ სახლში ჯერ არ გადაუსვენებიათ. ინფორმაცია ფორმულას სოფლის რწმუნებულმა დაუდასტურა. მოზარდი 3 დღის წინ წყალში ნახირის გადმოსაყვანად შევიდა, რის შემდეგაც ის დინებამ წაიღო.

შემთხვევა 13 ივლისს მოხდა. მოზარდი საქონელს მწყემსავდა და მდინარის მეორე ნაპირზე ცდილობდა გადასვლას. 


close დახურვა