logo
ENG



სამებაში წირვაზე სავალდებულო პირბადე სასულიერო პირთა მხოლოდ ნაწილს უკეთია

03 მაი 202010:39
3 წუთის საკითხავი
 

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქი ატარებს. ტაძარშია მეუფე შიოც.

აღსანიშნავია, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული პირბადე სასულიერო პირთა მხოლოდ ნაწილს უკეთია. 

რაც შეეხება მრევლს, საკმაოდ ბევრი ადამიანია ტაძარში შეკრებილი. თუმცა მრევლს დაცული აქვს სოციალური დისტანცია. 

mrevli

მრევლის თქმით, ე.წ. სააღდგომო კლასტერი აქამდე იმიტომ არ გამოვლენილა, რომ ტაძარს იცავს ღმერთი და რწმენა მათ აძლიერებს.

"მოლოდინი როგორც იყო, რომ ვითომ კლასტერი შეიძლებოდა ყოფილიყო, ხედავთ რომ არანაირი კლასტერი არ არის. ეს ყველაფერი ღვთისგან ხდება და მადლობა უფალს", - ამბობს ტაძარში მისული მრევლის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

 

 


close დახურვა