სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვა აღევლინება. გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანს, რომ ამჯერად მრევლის იმაზე ნაკლები რაოდენობა ესწრება წირვას, ვიდრე წინა კვირებში.
დღევანდელი საკვირაო წირვა იმითაც განსხვავდება სხვა დანარჩენისგან, რომ მას საქართველოს პატრიარქი არ ესწრება. წირვას მეუფე შიო აღავლენს.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მეუფე შიო ისაუბრებს მომდევნო დღეებში ტაძარში სიარულის წესებსა და ცვლილებებზე. აღდგომის დღესასწაულამდე წირვა პიდაპირ ეთერში გადაიცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თუმცა პარალალურად მრევლს მაინც შეეძლება ეკლესიაში მისვლა.