logo
ENG



სამების საკვირაო წირვას მრევლის მცირე რაოდენობა ესწრება

22 მარ 202010:31
3 წუთის საკითხავი
 
9jdc0ufiz05o8fh.jpg

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა მიმდინარეობს. წირვას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II-ც ესწრება. 

როგორც გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, ჩვეულებრივი ვითარებისგან განსხვავებით, წირვას მრევლის საკმაოდ მცირე რაოდენობა ესწრება. 

"ფორმულას" ინფორმაციით, ადგილზე სტიქაროსნები მრევლს აფრთხილებენ და ცდილობენ დისტანციის დაცვისკენ მოუწოდონ.

როგორც ცნობილია, სინოდმა ზიარების წესი არ შეცვალა. ასევე, 21 მარტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ერთი თვით ამოქმედებული შეზღუდვები, კონკრეტულად კი 10 კაცზე მეტის შეკრება, არ ვრცელება რელიგიურ რიტუალებზე.


close დახურვა