logo
ENG



სამეგრელოში კაცი დაჭრეს

29 თებ 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

სამეგრელოში კაცი დაჭრეს. ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიაყენეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა.

მამაკაცს ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

"შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი. ბასრი საგნით აქვს მიყენებული ჭრილობები, შესაბამისად, უტარდება ოპერაციული ჩარევა. მდგომარეობა მძიმეა", - განმარტავს კლინიკის ექიმი. 
 
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

close დახურვა