logo
ENG



სამეგრელოში სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამა და კიდევ ერთი კაცი დააკავეს

09 მაი 202310:31
3 წუთის საკითხავი
 

სამეგრელოში შვილზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამა დააკავეს. ამასთან, დაკავებულია მეზობელი, რომელიც საქმეში ფიგურირებს.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებით ინფორმაციას ელოდება. 

სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მე-8 კლასელი გოგოა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანზე ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. მოზარდს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ფორმულას ინფორმაციით, შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანის დედამ მიმართა.


close დახურვა