ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 63 წლის ბაბუა დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას და მუქარას გულისხმობს.