logo
ENG



სამედიცინო ასოციაციები: კობახიძის განცხადება ექიმებზე ზეწოლის უპრეცენდენტო ფაქტია

18 ნოე 202123:17
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/18/titsly0zbgjr1fx.jpg

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აცხადებს, რომ მიუღებელია ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის საუბრობს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების მიკერძოებულობასა  და  მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე.

ასოციაციის შეფასებით, კობახიძის განცხადება ექიმებზე ზეწოლის უპრეცენდენტო ფაქტია.

"კონსილიუმში მონაწილე ექიმები კარგად არიან ცნობილი საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისთვის, ისინი არიან მაწალკვალიფიციური სპეციალისტები თავის დარგში და დაინტერესებულები არიან მხოლოდ  პაციენტის კეტილდღეობით და ჯანმრთელობით. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება  სრულ მხარდეჭერას უცხადებს კონსილიუმს.

მივმართავთ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ჯანდაცვის მინისტრს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უზრუნველყონ ექიმების პატივისა და ღირსების დაცვა", - წერია განცხადებაში.

ხელმომწერი ექიმები არიან:

1. აიპ “საქართველოს უროლოგთა ასოციაცია” - არჩილ ჩხოტუა
2. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა” - თენგიზ ასათიანი
3. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” - ნიკოლოზ კინტრაია
4. აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია”- კონსტანტინე ყიფიანი
5. ორთოპედ ტრავმატოლოგთა ასოციაცია - ზურაბ ხაბეიშვილი
6. აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” - გიორგი ჩახუნაშვილი
7. აიპ საქართველოს ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოება" - ეკა ჭყონია, ნინო ოკრიბელაშვილი
9. საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია ლიკა ჭყონია
10. ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი - მარინა შიხაშვილი
11. აიპ "ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება" - მარიკა ალფაიძე
12. გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია -გიორგი გოცაძე
13. Ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაცია ელისაბედ კუჭავა
14. საქართველოს მერაბ კილაძის სახელობის მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია- დავით აბულაძე
15. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება- არჩილ ჩუხრუკიძე
16. სასწრაფო დახმარების ასოციაცია- გიორგი ვაშაკიძე
17. ნეიროქირურგთა ასოციაცია - გიორგი ინგოროყვა
18. "საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია" ზურაბ კლიმიაშვილი
 

დღეს, 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა არის "ფეიკი" და თუ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას განვითარდება ის სცენარი, რომლისაც, კობახიძის თქმით, მათ ეშინიათ, ამას შესაძლოა მოჰყვეს ომბუდსმენის და ექიმების "პირდაპირი პასუხისმგებლობა".

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონსილიუმის დასკვნა უნდა მომზადებულიყო არა შიმშილობის, არამედ შიმშილობის შემდგომი მკურნალობის შესახებ, რადგან, მისი თქმით, სააკაშვილი პოლიტიკური მოტივით აღარ შიმშილობს და მხოლოდ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოტივით აგრძელებს შიმშილობას.


close დახურვა