logo
ENG



სამედიცინო მიმართულების სტუდენტები გამოცდის საფასურის დაწესებას აპროტესტებენ

04 დეკ 201917:14
3 წუთის საკითხავი
 
ag19mmsolbvrwkr.png

აქცია იმართება ჯანდაცვის სამინისტროსთან. სამედიცინო მიმართულების სტუდენტები გამოცდის საფასურის დაწესებას აპროტესტებენ. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ სტუდენტებს თანხის განახევრება შესთავაზა, აქციის მონაწილეები მის სრულად გაუქმებას ითხოვენ.

სტუდენტები საკვალიფიკაციო და ​სასერთიფიკაციო ​გამოცდების საფასურის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც მას შემდეგ დადგინდა რაც აპლიკანტების რეგისტრაცია დასრულდა. დღეს გამართულ შეხვედრაზე სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს გადასახადის განახევრებაზე ესაუბრა, თუმცა სტუდენტებისთვის სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია და განახევრებული თანხის გადახდის განახევრების წინააღმდეგებიც არიან.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების სურვილია შეხვდნენ ჯანდაცვის მინისტრს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა ჯანდაცვის მინისტრი ამ შეთავაზებას.

ჯანდაცვის სამინისტრო თავის გადაწყვეტილებას, უახლოეს მომავალში გამოცდების ხარისხის გაუმჯობესებით ხსნის და ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე ვეღარ აიღებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით ირკვევა, რომ საკვალიფიკაციო გამოცდა გახდება 80 ლარი ხოლო, სასერთიფიკატო გამოცდის ჩასაბარებლად აპლიკანტებს 120 ლარის გადახდა მოუწევთ.

 

 

 

 

 

 


close დახურვა