logo
ENG



სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევებს რეგულირების სააგენტო გამოიძიებს

13 აპრ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

რა გახდა სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების, კლინიკების საკარანტინო ზონებად გამოცხადებისა და ასეულობით ადამიანის იზოლაციაში მოქცევის მიზეზი - ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო ახლა იმას იძიებს, როგორ აღმოჩნდა ქუთაისში, ქობულეთსა და თერჯოლაში კოვიდინფიცირებული პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში.

რამდენიმე შემთხვევა უკვე ტენდენციად ჩანს, როცა კლინიკიდან გაწერილი პაციენტების მეორედ მიყვანა გახდა საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ დაუდასტურდათ კორონავირუსი

შედეგად განსაკუთრებით რეგიონებში შიდა გავრცელების არეალი გაფართოვდა. მინისტრი ხელს მედიკოსებისკენ იშვერს და პრობლემას პროტოკოლში ვერ ხედავს.

სპეციალისტები კი ამბობენ, რომ დაგვიანებით შეცვლი პროტოკოლიც კი ძალიან ზედაპირულია და კიდევ უფრო აუცილებელი ხდება, ტესტი ჩაუტარდეს ყველას, ვისაც სიმპტომები აღენიშნება.  ეპოდემიოლოგები ამბობენ იმასაც, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია სამედიცინო პერსონალის შესაბამის გადამზადებასაც.


close დახურვა