კორონავირუსი სამედიცინო სფეროს კიდევ ერთ წარმომადგენელს დაუდასტურდა. ინფიცირებულია მედიცინის ინსტიტუტის ექიმი, ასევე, კლინიკის ორი პაციენტიც.
ინფიცირებული მედიკოსი კორონავირუსის მატარებელი სასულიერო პირის კონტაქტებიდანაა.
კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, სავარაუდოდ სწორედ ეს ექიმი გახდა კლინიკაში კორონავირუსის შიდა გავრცელების წყარო.
"კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა კორონავირუსი. მდგომაროება ნორმალურია. ფიქრობდა გაეკეთებინა ტესტი, იმდენად უსიმპტომო იყო. ორი პაციენტი იმყოფებოდა ჩვენთან. სავარაუდოდ ამ პაციენტების ინფიცირება მოხდა მედპერსონალისგან. დაავადებული სასულიერო პირის ოჯახის წევრია ჩვენი ინფიცირებული თანამშრომელი", - აღნიშნა ლევან ყურაშვილმა.
"სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების ახალი შემთხვევებია აჭარაშიც. რეგიონში კოვიდ-19-ი 7 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 5 მედპერსონალია, ორი შემთხვევა კი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
"2 შემთხვევა ქობულეთის კლასტერია. 5 არის სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი. ისინი დიდიხანია თვითიზოლაციაში არიან", - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.