ტელეკომპანია ფორმულა პრემიერისთვის ემზადება. სამზარეულოს ომების ჩაწერები დაიწყო. მთავარი თემა - ქართული სამზარეულოა.
მთავარი ინტრიგა კი ჟიურის მესამე წევრია, რომლის ვინაობასაც მაყურებელი მხოლოდ პრემიერის დღეს, 17 აპრილს შეიტყობს. თუმცა, აღსანიშვია, რომ ჟიურის იდუმალი წევრი სპეციალურად სამზარეულოს ომებისთვის ესპანეთიდან, 13 წლის შემდეგ დაბრუნდა.
მაყურებელს ფორმულას ეთერში სპეციალური ქართული სეზონის ყურება ყოველ შაბათს, 17 აპრილიდან 22:30 წუთზე შეეძლება. პროდიუსერები მაყურებელს ძალიან ბევრ საინტერესო სიურპრიზს უმზადებენ.
საუკეთესო კულინარიულ სანახაობას წელს უცნობ ჟიურისთან ერთად დავით ბაღდოშვილი და მიშა ავსაჯანიშვილი შეაფასებენ. საბოლოდ პროექტში 10 საუკეთესო მონაწილე წყვილი დარჩება. მონაწილეებს შორის კი მაყურებელი როგორც ცნობილ ადამიანებს ისე უცნობ და საინტერესო მზარეულებსაც გაიცნობენ.