იტალია ტურისტების მისაღებად კვლავ მზადაა. სამთვიანი ლოქდაუნის შემდეგ ქვეყანამ საზღვრები გახსნა. ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს იტალიაში მოგზაურობა კარანტინის ვალდებულების გარეშე შეუძლიათ. დღეიდან იხსნება ქვეყანაში შიდა მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვაც. მოქალაქეებს რეგიონებს შორის თავისუფლად გადაადგილების უფლება მიეცათ.
იტალია კორონავირუსის პანდემიის შედეგად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სახელმწიფოა. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 33 ათას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.