logo
ENG



სამინისტრო: მასწავლებლების და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლების 65% აცრილია

25 სექ 202111:17
3 წუთის საკითხავი
 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანამშრომლების 65% აცრილია.

უწყების განცხადებით, ხაზგასასმელია, რომ მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება.

შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

განათლების სამინისტრო ასევე ამბობს, რომ განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ამცრელი კაბინეტები გამოყოფილია საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აქტიურად მიმდინარეობს როგორც საჯარო და კერძო სკოლების, ასევე პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია.

მთელ საქართველოში ჩატარდა 1 715 073 აცრა. ორივე დოზით აცრილია 751 410 ადამიანი. 

აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან. 

აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე. 

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში და პარტიების ცხელ ხაზზე:

ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222; დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956; ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46.


close დახურვა