logo
ENG



სამნიძე: სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, ვრეგისტრირდებით საარჩევნოდ

20 ივლ 202017:18
3 წუთის საკითხავი
 
vq2hzi7kojc0pqz.jpg

 „რესპუბლიკელების“ წევრი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა და პარტია საარჩევნოდ დარეგისტრირდება.

„რესპუბლიკური პარტია“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ დაარეგისტრირა - ცესკოს დადგენილებით, მიზეზი დაგვიანებით მიმართვა იყო.

როგორც ცნობილი გახდა, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიას 15 ივლისამდე უნდა მიემართა. თუმცა „რესპუბლიკური პარტიის“ განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 15 ივლისს, ანუ ერთი დღის დაგვიანებით შევიდა.

პარტიაში აცხადებდნენ, რომ განცხადება ფოსტას 14 ივლისს ჩააბარეს. 

მათ დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრეს.


close დახურვა