logo
ENG



სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია ორშაბათს მასშტაბურ აქციას აანონსებენ

19 ნოე 201920:11
3 წუთის საკითხავი
 
22us9kd1j9g8h25.jpg

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ორშაბათს ახალ მასშტაბურ აქციას აანონსებენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, აქციები რეგულარულ სახეს მიიღებს.

„დარბევის მიუხედავად გაგრძელდება პროტესტი. გაგრძელდება ძალიან მტკიცედ და ამას ყველა იხილავს. კვირის განმავლობაში იქნება რეგულარული აქციები სხვადასხვა ლოკაციებზე. ორშაბათს იქნება მასშტაბური აქცია და რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მოვალთ, პარლამენტთან. საერთაშორისო საზოგადოება უკვე მოუწოდებს მთავრობას, შევიდნენ ხალხთან დიალოგში, იგივეს აკეთებს სახალხო დამცველიც. ყველაზე დიდი სამართალდარღვევა არის ის, რომ არჩევნებს არ ატარებენ ქვეყანაში შესაბამისად. ცალსახაა, რომ დამრღვევი არის ხელისუფლება,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ აქცია გაგრძელდება რეჟიმის დამარცხებამდე.

„30-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, ამ პროცესში ხელისუფლება ხელს აფათურებს. როგორც დავაანონსეთ მშვიდობიანი აქცია, ისე შევასრულეთ. შენ დამარცხდი (ივანიშვილი) და იმასაც მივაღწევთ, რომ პირადად ჩვენ დაგამარცხოთ ჩვენ!“ - აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები რჩება უცვლელი: რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, დროებითი მთავრობის დანიშვნა და ცესკო-ს რეორგანიზაცია. ამ მოთხოვნებს დაემატა დარბევის შემდეგ დაკავებულთა გათავისუფლებაც. 


close დახურვა