logo
ENG



სამოქალაქო აქტივისტები კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

06 ივნ 202016:55
3 წუთის საკითხავი
 

დაიწყება თუ არა გამოძიება ქალაქის მერის წინააღმდეგ - საჩივარი საგამოძიებო უწყებაში უკვე შესულია. სამოქალაქო აქტივისტები ირწმუნებიან, რომ კახი კალაძემ ანას ბაღის დამცველს ხელი დაარტყა, თავად ქალაქის მერი კი ოპონენტებს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.

შემოხეული მაისურის სანაცვლოდ კალაძემ დღეს აქტივისტს ახალი გაუგზავნა.

აქტივისტების თქმით, თბილისის მერის გაღიზიანება იმ კითხვებს მოჰყვა, რომელიც ქალაქში მიმდინარე მშენებლობებსა და ეკოლოგიურ მდგომარეობას ეხებოდა. 

თბილისის მერს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს ანას ბაღის დამცველი კახა კვეკვესკირი - ის ირწმუნება, რომ კალაძემ გაარტყა, მაისური შემოახია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში მონაწილე აქტივისტი შს სამინისტროს სამხრე კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას სთხოვს. მისი თქმით, დედაქალაქის მერის მიერ ჩადენილი დანაშაული სწორედ სამართალდამცველებს აქვთ გადაღებული.

კახა კალაძე  სამოქალქო აქტრივისტების ბრალდებას გამოეხმაურა - მერი იწრმუნება, რომ მას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია,  აქტივისტებს კი პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. 

იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაიწყება, კალაძე სამართალდამცველებთან თანამშრომლობას აანონსებს - შს სამინისტრო კი მომხდარის სამართლებრივ ნაწილზე ამ დრომდე არ საუბრობს. როგორ გაგრძელდება აქტივისტის ცემაში დადანაშაულებული პირველი მერის სამართლებრივი საქმე, ეს უკვე გომელაურის უწყებაზეა დამოკიდებული. 


close დახურვა