logo
ENG



სამოქალაქო აქტივისტები პროკურატურინდან პარლამენტამდე შოთაძის ბიუსტით მივლენ

07 თებ 202017:32
3 წუთის საკითხავი
 

აქცია პროკურატურასთან გრძელდება. ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ირაკლი შოთაძის ბიუსტი ავტომობილზე დაამაგრეს. ამგვარად ისინი გეგმავენ პარლამენტის შენობასთან მისვლას. როგორც ისინი მედიასთან განმარტავენ, ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებული პროცესები ფორმალობაა და მათი პროტესტიც სწორედ აღნიშნულს გამოხატავს. 

​"დარჩა შოთაძის მიტანა პარლამენტამდე და ამას ჩვენ გავაკეთებთ. ასევე მივიტანთ იმ სავარაუდო დანაშაულებათა ნუსხასაც, რაც ამ ადამიანმა ჩაიდინა და ამ გზით დავანახებთ ყველას რომ ეს ადამიანი არის მონა. ჩვენ ვასრულებთ იმ ფორმალობას, რაც დღეს მოხდა საპროკურორო საბჭოში",- აცხადებს ზვიად კუპრავა. 

 


close დახურვა