logo
ENG



სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს საპატრულო ეკიპაჟები უთვალთვალებდნენ

16 ივნ 202010:58
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო აქტივისტებს უთვალთვალებენ. სტენსილებისა და წარწერების გასაკეთებლად ქუჩაში გასულ აქტივისტების ნაწილს საპატრულო ეკიპაჟები გვიან ღამემდე თვალყურს ადევნებდნენ და უკან დაჰყვებოდნენ. სამართალდამცველები „სირცხვილიას“ აქტივისტს, მარიამ დოლიძეს ზემო ფონიჭალის გზაზე გაყვნენ.

როგორც თავად აქტივისტი აღნიშნავს, მას მერიის წარმომადგენლებმა, სტენსილის გაკეთებამდე, 200-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს, თუმცა მან ოქმი არ ჩაიბარა. სამართალდამცველები აქტივისტების მეორე ნაწილს საპატრულო ეკიპაჟის შემდეგ, მერსედესის მარკის ავტომობილით გაყვნენ.

 


close დახურვა