logo
ENG



სამოქალაქო საზოგადოება ჰარცელს: თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის

21 ივლ 202210:57
3 წუთის საკითხავი
clock 525
სამოქალაქო საზოგადოება ჰარცელს: თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ევროკავშირის წარმომადგენელს, კარლ ჰარცელს, რომელიც საქართველოში მისიას ასრულებს წერილს უგზავნის. 20-ზე მეტი ორგანიზაცია მადლობას უხდის ჰარცელს გაწეული სამსახურისთვისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო და სამოქალაქო საზოგადოება მისგან და ევროკავშირისგან გრძნობდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ისინი აფასებენ ჰარცელის ჩართულობას ყველა რეფორმის გატარებაში, რომლებიც დააახლოებენ საქართველოს ევროკავშირთან.

"თქვენ პირადად იყავით ჩართული არაერთ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას - იქნებოდა ეს ტურიზმის მხარდაჭერა, აგრარული სექტორის განვითარება, თუ საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა.

თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, საქართველოში ყოფნის დროს უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებოდით ქართულ კულტურასა და ყველას დაგვამახსოვრეთ თავი თითოეული ჩვენგანის საყვარელი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, შემოქმედების დაფასებით. ეს პატივისცემა და ქართული კულტურის, ჩვენი სიამაყის, დაფასება ყოველთვის გვემახსოვრება.

ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდაპოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს", - ნათქვამია განცხადებაში.

  1. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  3. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  4. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  5. ღია საზოგადოების ფონდი
  6. სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი (CIIC)
  7. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  8. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  9. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  10. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  11. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)
  12. საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  13. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  14. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
  15. დემოკრატიის ინდექსი
  16. საქართველო დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
  17. უფლებები საქართველო
  18. სამოქალაქო იდეა
  19. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ICGS)
  20. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  21. ჭავჭავაძის ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)
  22. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

close დახურვა