logo
ENG



სამოქალაქო წინააღმდეგობა ოკუპანტის წინააღმდეგ

02 მარ 202223:09
3 წუთის საკითხავი
 

რაც უფრო ჭიანურდება ომი, უკრაინის მოქალაქეები უფრო მყარად გრძნობენ თავს. მოულოდნელობის ეფექტი გადალახულია. ახლა რიგითი უკრაინელები არა მხოლოდ ორგანიზებულ და მოწესრიგებულ ქცევას ავლენენ, - როდის და როგორ გამოიყენონ თავშესაფრები, არამედ ოკუპანტებს დისკომფორტსაც უქმნიან.

ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია - მოსახლეობა მასობრივად ამზადებს მოლოტოვის კოქტეილებს, უფრო მეტიც, იყენებს კიდეც მას მტრის წინააღმდეგ. ზოგიერთი საპროტესტო აქტიურობას მიმართავს, არ ერიდება რუს ჯარისკაცებთან პირდაპირ კომუნიკაციასა და სიტყვით ბრძოლას. შესაბამის დროს კი თავშესაფარში არიან. ხალხი შეიარაღებულ ძალებს ყველანაირად ეხმარება.


close დახურვა