როგორ შეიძლება აღარ გეკავოს პოსტი, მაგრამ სარგებლობდე პრივილეგიებითა და კომფორტით - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავტოპარკის განახლებას აპირებს. ადგილობრივ ხელისუფლებას მანქანები არ ჰყოფნის, ამასთან ირკვევა რომ თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე სამსახურებრივ ავტომობილს არ თმობს. კობა ბერიანიძე საკრებულოს წევრი და პარლამენტარ ანრი ოხანაშვილის ახლობელია - იმის საჩვენებლად, რომ სახელმწიფო საკუთრებას დაუმსახურებლად არ იყენებს, ბერიანიძე კამერების წინ მხოლოდ დღეს საკუთარი ავტომობილით მივიდა.